კახეთის რეგიონში თოვლის გამო, გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა შეიზღუდა. საპატრულო პოლიციის ინფორმაციით , თელავი - ვაზიანი - გომბრის უღელტეხილზე მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და 30 ადგილიანზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტისათვის გაადაადგილება აკრძალულია.
სხვა ტრანსპორტის მოძრაობა კი, დაშვებულია მოძრაობი ს საწინააღმდეგო ჯაჭვებით.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, გომბორის უღელტეხილზე თოვლის საფარი 15 სანტიმეტრს აღწევს. გზის ამ მონაკვეთზე გაწმედითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
ამასთან, დიდთოვლობის გამო, კობი-გუდაურის მონაკევთზე მოძრაობა აკრძალულია.