დავით სერგეენკო - ყველა მხარის ნაბიჯები სახელმწიფოს გაძლიერებისკენ უნდა იყოს გადადგმული

დავით სერგეენკო - ყველა მხარის ნაბიჯები სახელმწიფოს გაძლიერებისკენ უნდა იყოს გადადგმული

ყველა მხარის ნაბიჯები სახელმწიფოს გაძლიერებისკენ უნდა იყოს გადადგმული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დღეს დაგეგმილი შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა. 

მისი თქმით, ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სტრატეგიული საკითხები განიხილება.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, თუ რა დათმობებზე შეიძლება წავიდეს უმცირესობა, სერგეენკომ აღნიშნა, რომ ამის შესახებ ის ვერაფერს იტყვის. "თუმცა, ვფიქრობ, ნებისმიერი ნაბიჯი, როგორც უმცირესობის, ისე უმრავლესობის, საზოგადოების ნებისმიერი ნაწილის მხრიდან გადადგმული უნდა იყოს ქართული სახელმწიფოს განმტკიცების და მისი გაძლიერებისკენ", - აღნიშნა მან.