გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე, ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო , ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, არაგვისპირი-გუდაურისა(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია არაგვისპირიდან მლეთამდე და კობიდან ლარსამდე მონაკვეთებზე.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის ავტოტრანპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნული რეჟიმით გადაადგილება ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, საქართველოს გზებზე სხვა რეჟიმები არ მოქმედებს და ყველა სხვა მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.