პრემიერის და პრეზიდენტის შეხვედრა 15.00 საათზე დაიწყება

პრემიერის და პრეზიდენტის შეხვედრა 15.00 საათზე დაიწყება

საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სამუშაო შეხვედრა საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობაში , პრეზიდენტის ერთ–ერთ რეზიდენციაში გაიმართება, რომელიც მთელ მე-11 სართულს იკავებს.

როგორც საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, დილიდან ასევე დაგეგმილია პრემიერ–მინისტრის სხვა შეხვედრები მთავრობის კანცელარიის მე–10 სართულზე, სადაც პრემიერ-მინისტრის კაბინეტი და მისაღებია განლაგებული.

საქართველოს პრემიერ–მინისტრისა და პრეზიდენტის სამუშაო შეხვედრა კი შედგება 15:00 საათზე, ერთი სართულით ზემოთ, პრეზიდენტის კაბინეტში.
შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება. სამუშაო შეხვედრის კადრებს მხოლოდ პრეზიდენტისა და პრემიერის პრესსამსახურების კამერები გადაიღებენ.