საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი, დავით თვალაბეიშვილი გაზის ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. ამის შესახებ კორპორაციის განცხადებაშია აღნიშნული.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2013 წლის 1 მარტიდან საქართველოში მოსახლეობისათვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის ფასი კუბურ მეტრზე 5 თეთრით შემცირდება.
"ტარიფის შემცირება შესაძლებელი გახდა "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" შემოსავლების ხარჯზე; კერძოდ, "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" შეამცირა კომპანია "სოკარ გაზ ექსპორტ იმპორტისთვის" ბუნებრივი გაზის სადისტრიბუციო კომპანიებისათვის მისაყიდი გაზის ფასი, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ ქვეყნის მოსახლეობამ შემცირებულ ფასად მიიღოს ბუნებრივი გაზი", - აღნიშნავს დავით თვალაბეიშვილმა.
ბუნებრივი აირის ტარიფი 5 თეთრით შემცირდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, 10%-ით შემცირებული გაზის ტარიფით საქართველოს მოსახლეობა დღეიდან ისარგებლებს.