დავით უსუფაშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს კენჭი მარტის ბოლომდე ეყრება

დავით უსუფაშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს კენჭი მარტის ბოლომდე ეყრება

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს კენჭი მარტის ბოლომდე ეყრება. როგორც დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, უმრავლესობა გაცხადებული გეგმის მიხედვით მოქმედებს. 

"ჩვენ რაც განვაცხადეთ, იმ გეგმით ვმოქმედებთ. ვთქვით, რომ მარტის ბოლომდე კანონპროექტს კენჭი ეყრება და ეს ასე იქნება", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილის თქმით, თუ ამ პროცესთან დაკავშირებით პრეზიდენტს პრემიერთან შეხვედრის სურვილი ჰქონდა, ბიძინა ივანიშლმა ამის მზადყოფნა დღესვე გამოთქვა, თუმცა პრეზიდენტი უახლოეს დღეებში დაკავებული აღმოჩნდა.

ეს კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ იუსტიციის სახლში გააკეთა, სადაც ევროპის სახალხო პარტიის საგარეო ურთიერთობათა სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს, იტალიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკო ფრატინის შეხვდა.

მისი თქმით, ევროპის სახალხო პარტია ცდილობს საქართველოს დახმარებას და ქვეყნის ევროატლანტიკურ პროცესში ხელშეწყობას.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მათ აინტერესებდათ საქართველოში არსებული ვითარება. მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.