არსებული ინფორმაციით, ბაჩო ახალაიას ბრალი უმძიმდება

არსებული ინფორმაციით, ბაჩო ახალაიას ბრალი უმძიმდება

ამ წუთეში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას ბრალი უმძიმდება. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, პროკურორები ბაჩო ახალაიას საკანში არიან შესულები და ახალი ბრალის წარდგენის პროცედურები მიმდინარეობს. ამის გამო ბაჩო ახალაიას პროცესი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე იყო ჩანიშნული, მოგვიანებით გაიმართება.

ამასთან, "ინტერპრესნიუსს" დაუკავშირდა თეა თუთბერიძე, რომელიც "მატროსოვის" ციხესთან იმყოფება. თუთბერიძე ადასტურებს, რომ ახალაიასთან პროკურორები იმყოფებიან ადვოკატების გარეშე.