საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრა დღეს პრემიერის კანცელარიაში უნდა გამართულიყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, პრემიერი ამისთვის მზად იყო, თუმცა მიხეილ სააკაშვილის სიცრუის გამო დღევანდელი შეხვედრა გადაიდო.
"როგორც სააკაშვილს სჩვევია ტყუილი, მან ამჯერადაც იცრუა, რომ სადღაც იყო წასასვლელი და დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრები. შესაბამისად ეს შეხვედრა გადაიდო. პრემიერთან სააკაშვილის შეხვედრა უნდა შემდგარიყო საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, თუმცა რა ვადით გადაიდო ეს შეხვედრა, ჩემთვის უცნობია", - აღნიშნა კახი კალაძემ.