საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მასთან შეხვედრაზე უარი თქვა.
ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება მთავრობის სხდომაზე დღეს "მე-9 არხის" კამერამ დააფიქსირა. ივანიშვილის თქმით, უარის მიზეზად სააკაშვილმა საზღვარგარეთ წასვლა დაასახელა.
"დღეს უნდა შევხვედროდით, მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა"-განაცხადა ივანიშვილმა.
აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია არ აქვთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.