არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი შეხვედრა ჩაიშალა

არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი შეხვედრა ჩაიშალა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დღეს უნდა შეხვედროდა, თუმცა შეხვედრა არ შედგა. ამის შესახებ არაოფიციალური ინფორმაცია
მთავრობის კანცელარიაში გავრცელდა.

არსებული ინფორმაციით, განცხადება, რომ შეხვედრა არ შედგა, პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის დღევანდელ სხოდმაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა მიუსვლელობის მიზეზად საზღვარგარეთ გამგზავრება დაასახელა.

აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია არ აქვთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

იგეგმებოდა თუ არა ეს შეხვედრა და რა მიზეზით არ შედგა, სავარაუდოდ, მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გაირკვევა.