საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, "საპარლამენტო უმრავლესობას უკვე აქვს საჭირო ხმები იმისათვის, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანოს".
როგორც ძიძიგურმა ჟურნალისტებს განუცხადა, "თუკი მიხეილ სააკაშვილი გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ის მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ასეთ შემთხვევაში უმრავლესობა პოლიტიკურ კინკლაობას დაამთავრებდა".
"თუმცა სააკაშვილმა მის გამოსვლაში ყველაფერზე ილაპარაკა გარდა იმისა, რაც მის მიმართ იყო დასმული. მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებები შევა ძალაში და ის მახინჯი ჩანაწერი კონსტიტუციიდან მოშორდება, უკვე არავინ დაიჯერებს საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მტკიცებას, რომ რომ იგი მხარს უჭერდა საკონსტიტუციო ცვლილებებს. თუ ისინი მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, უმრავლესობას უკვე აქვს საჭირო ხმები იმისათვის, რომ ცვლილებები შევიდეს კონსტიტუციაში, რასაც უმრავლესობა უმცირესობის გარეშეც მოახერხებს", - განაცხადა ძიძიგურმა.