4 მარტს შპს "თბილისის მიკროავტობუსსა" და სამარშუტო ტაქსების მძღოლებს შორის ყოველდღიურ საგზურთან დაკავშირებით მიღწეული ახალი შეთანხმება გახდება ცნობილი.
ამის შესახებ "პირWელს" კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა დავით ასანიძემ განუცხადა და დასძინა, რომ ახალი შეთანხმების დეტალებს მხარეები საზოგადოებას ერთობლივად გააცნობენ.
საქმე იმაშია, რომ იანვრის ბოლოს სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ერთკვირიანი გაფიცვის შედეგად კომპანიის ხელმძღვანელობასთან მიღწეული იქნა შეთანხმება, რომლის თანახმად, 1 მარტამდე ყოველდღიური საგზურის გადასახადი 30%-ით შემცირდა, შემდეგ კი კონკრეტულ მარშრუტზე პრობლემის ინდივიდუალურად გადაჭრა უნდა მომხდარიყო.
"ამ დროის განმავლობაში ბევრი რამე შევცვალეთ. მინდა, აღვნიშნო, რომ ყველაფერი ჩვენ ნებაზე არ არის. არის საკითხები, რომელთა გადაჭრა ფინანსურ გათვლებს ემაყრება და არაა ისე, როგორც ვიღაცეები ამტკიცებენ, თითქოს ჩვენ მძღოლებს ვატყავებდით", - განაცხადა ასანიძემ და დასძინა, რომ ერთობლივად მიღებულია ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომელსაც მხარეები საზოგადოებას მომავალი კვირის დასაწყისში გააცნობენ.
შეგახსენებთ, რომ იანვრის ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით, არცერთი მიკროავტობუსი არ მოძრაობდა.