თინა ხიდაშელი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

თინა ხიდაშელი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დეპუტატი შეხვედრებს გამართავს აშშ-ს კონგრესში, სადაც სენატორებს შეხვდება. ხიდაშელი შეხვედრებზე ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს შიდა პოლიტიკაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ახალი მთავრობის 100-დღიან საქმიანობაზე. 

უმრავლესობის წევრმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა უკვე გამართა სენატისა და კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, კონგრესმენ ჯიმ მაქდერმორდთან და სენატორებთან - როზ ჯონსონსა და სიმ რიჩთან.

თინა ხიდაშელი სიტყვით გამოვა ასევე კარნეგის ცენტრში, სადაც ისაუბრებს საქართველოში პოლიტიკურ ვითრებაზე, კოჰაბიტაციაზე და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე.

"ინტერესი ძალიან მაღალია საქართველოს მიმართ. როდესაც ხელისუფლების ცვლა ხდება ეს ბუნებრივია", - აცხადებს ხიდაშელი.

თინა ხიდაშელის ვიზიტის შესახებ მასალას ქართული ტელეკომპანიები ავრცელებენ.