სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებით შესრულდა

სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებით შესრულდა

ორი თვის ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებით შესრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ვებგვერდზე ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ-თებერვალში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 870,1 მლნ ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 22,1 მლნ ლარით აღემატება.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, გასული წლის თებერვლის მონაცემებს 12.0 მლნ ლარით აღემატება მიმდინარე წლის თებერვალში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები, რომელმაც 408,3 მლნ ლარი შეადგინა.

სამინისტროს განცახდებით, მნიშვნელოვანი გადაჭარბებითაა შესრულებული 2013 წლის იანვარ-თებერვალში სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელიც. ამ მიმართულებით 2 თვეში მობილიზებულმა თანხამ 844,0 მლნ ლარი შეადგინა, რაც 19,3 მლნ ლარით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

2013 წლის თებერვალში სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 395,0 მლნ ლარი, რაც 10,9 მლნ ლარით მეტია გასული წლის თებერვლის მაჩვენებელზე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ეკონომიკური ზრდის წინასწარმა მაჩვენებელმა 2013 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2,3% შეადგინა. გაზრდილ საგადასახადო შემოსავლებთან ერთად საქსტატის მონაცემები ადასტურებს, რომ ქვეყანაში გაზრდილია ეკონომიკური აქტივობა და მომავალ თვეებში უზრუნველყოფილი იქნება ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებული მაჩვენებლების მიღწევა.