საქართველოს პარლამენტის წევრი გივი თარგამაძე რუსულ ტელეარხ "დოჟდთან" საუბრისას აცხადებს, რომ კავშირი არა აქვს გასულ წელს რუსეთში მომხდარ არეულობებთან.
"მინდა განვმარტო, რომ რუსეთის ოპოზიციის მოსაზრება, თითქოს ჩემი ქმედებებით პუტინს გზა გავუხსენი ოპოზიციის წინააღმდეგ საბრძოლველად, მცდარია. ისევე, როგორც ბატონ ნავალნისთან დაკავშირებული მოსაზრება, რომელიც საერთოდ არ მონაწილეობდა ამ მოვლენებში. რა თქმა უნდა, მე დიდ სოლიდარობას ვუცხადებ ამ ადამიანებს. მწუხარებას გამოვთქვამ აგრეთვე ლეონიდ რაზვოჟაევის მდგომარეობის გამო. გული ძალიან დამწყდება, თუ ისეთ პოლიტიკოსს, როგორიც უდალცოვია, ციხეში ჩასვამენ. მინდა განვაცხადო, რომ მე არ ვგრძნობ პასუხისმგებლობას მომხდარზე, რადგან სინამდვილეში მე არ მქონია არანაირი კავშირი არ მოვლენებთან~, - განაცხადა გივი თარგამაძემ.
მოსკოვის ბასმანის სასამართლომ გივი თარგამაძეს რუსეთში მასობრივი არეულობების მომზადების ბრალდებით დაუსწრებლად პატიმრობა შეყფარდა.