საზოგადოებრივი კავშირი "დროა" საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.
"დროას" 50 წევრი მიმართვას სახელმწიფო კანცელარიაში ჩააბარებს, სადაც მეტი თვალსაჩინოებისთვის სიმბოლურ გრაგნილ-მიმართვას გაშლიან. ყურადღების გასამახვილებლად "დროას" წევრები ფლეშმობსაც მოაწყობენ.
"დროა" ხაზს უსვამს, რომ თითქმის ხუთი თვეა, რაც ხელისუფლება დაკავებულია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ქიშპობით. არის განცდა, თითქოს მათ დაავიწყდათ, რომ ქვეყანაში მთავარი საზოგადოება და მისი ინტერესებია. "დროა" მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და უშუალოდ მთავრობის მეთაურს, რომ მეტი დრო და ენერგია დახარჯონ მოსახლეობის კეთილდღეობის მისაღწევად", - აცხადებენ საზოგადოებრივ კავშირში.
საზოგადოებრივი კავშირი ყურადღებას იმ ფაქტზეც ამახვილებს, რომ პრემიერს ჯერ არ გაუმართავს არც ერთი შეხვედრა სტუდენტ-ახალგაზრდობასთან და გამოდის ინიციატივით, ღია შეხვედრა უახლოეს მომავალში დაიგეგმოს.
"დროა“ იმედს გამოთქვამს, რომ პრემიერი აღნიშნულ ინიციატივას მხარს დაუჭერს.