ირაკლი ალასანია:

ირაკლი ალასანია: "პრეზიდენტი გამოიყენებს თუ არა, მისი გადასაწყვეტია, თუმცა დაცვა მაინც განხორციელდება"

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, "პრეზიდენტი გამოიყენებს თუ არა, მისი გადასაწყვეტია, თუმცა დაცვა მაინც განხორციელდება".

ამის შესახებ ალასანიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს პრეზიდენტის იმ ქმედების შეფასების განუცხადა, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურით სარგებლობაზე უარი განაცხადა და აეროპორტიდან ავლაბრის რეზიდენციამდე ელექტრომობილით გაემგზავრა.

"დაცვას გამოიყენებს თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია. დაცვა მაინც განხორციელდება, რადგან ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუტსა და პრეზიდენტს. აქედან გამომდინარე, დაცვა განხორციელდება, მაგრამ რამდენს ხანს გაჭიმავს დადგმულ ამ სპექტაკლს, ეს მასზეა დამოკიდებული. ალბათ, მალე ესეც გაუვლის", - განაცხადა ალასანიამ.