კულტურის სამინისტრო 120 დღის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს

კულტურის სამინისტრო 120 დღის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დღეს კულტურის სამინისტროს 120 დღის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება . როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, მინისტრი გურამ ოდიშარია 2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით განხორციელებულ და 2013 წელს დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრებს.

პრეზენტაციას მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, მოადგილეები მანანა ბერიკაშვილი და ალექსანდრე მარგიშვილი, მინისტრის მრჩევლები გიორგი გეგეჭკორი, ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი, თეონა დოლენჯაშვილი, ლევან ერისთავი, ქარუმ წერეთელი, სამინისტროს თანამშრომლები დაესწრებიან.