თუშეთში, წოვათის ხეობაში იწვის ბალახი - აქტიურად მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები, დასახლებულ პუნქტთან ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს

თუშეთში, წოვათის ხეობაში იწვის ბალახი - აქტიურად მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები, დასახლებულ პუნქტთან ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თუშეთში, წოვათის ხეობაში, ალპურ ზონაში ბალახი იწვის, - აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, ვინაიდან, ხანძარი მძიმე ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა, საჭირო გახდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა, რომელმაც მეხანძრე-მაშველების ხანძრის გავრცელების ადგილზე გადაყვანა, რამდენიმე ეტაპად განახორციელა.

ამ წუთებში, აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები, ყველა შესაბამისი სპეც-აღჭურვილობის საშუალებით.

დასახლებულ პუნქტთან ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.