თენგიზ შერგელაშვილი ევროსაბჭოს რეგიონალური ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის დელეგაციას შეხვდება

თენგიზ შერგელაშვილი ევროსაბჭოს რეგიონალური ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის დელეგაციას შეხვდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი ხვალ ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, მშეხვედრაზე თვითმმართველობის სფეროში არსებული მდგომარეობა და პრობლემები განიხილება.

მინისტრის პირველი მოადგილე, ყურადღებას მთავრობის ახალი ინიციატივის შესახებ - თვითმმართველობის რეფორმის საკითხებზეც გაამახვილებს. თვითმმართველობის რეფორმის კონცეფცია გასულ კვირას საქართველოს მთავრობამ მოიწონა. ამჟამად სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ კონცეფციის განხილვის პროცესი მიმდინარეობს.