პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს ხვდება

პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს ხვდება

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დახურულ ფორმატში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს, კერძოდ, ბიუროს წევრ უმრავლესობის წარმომადგენლებს ხვდება . 

შეხვედრა დავით უსუფაშვილის სამუშაო კაბინეტში მიმდინარეობს. უმრავლესობის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ იმ თემატიკას, რაზეც დავით უსუფაშვილს ისაუბრებენ.

"ინტერპესნიუსის" კითხვაზე, თუ რა არის დახურული შეხვედრის მთავარი თემა, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ "ეს ჩვენი საქმე არ არის".სავარაუდოდ, განხილვის საგანია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და უშუალოდ პარლამენტთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებული თემატიკა. ბიუროს სხდომის დასრულებისთანავე დავით უსუფაშვილმა თანაგუნდელებს სთხოვა, რომ ისინი მასთან შეკრებილიყვნენ კონსულტაციებისთვის.