საქართველოს ფოსტაში საკადრო რეზერვში განცხადებების მიღება დასრულდა

საქართველოს ფოსტაში საკადრო რეზერვში განცხადებების მიღება დასრულდა

საქართველოს ფოსტაში საკადრო რეზერვში განცხადებების მიღება დასრულდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ფოსტიდან აცნობეს, მიღებული 734 განცხადებიდან ტესტირება 654-მა დასაქმების მსურველმა გაიარა .

ტესტირების შედეგად საუკეთესო შედეგის მაჩვენებელი კონკურსანტები საქართველოს ფოსტის საკადრო რეზერვში ჩაირიცხნენ. მიმდინარეობს მეორე ეტაპი, რაც პირად გასაუბრებას, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით საკადრო რეზერვის სტრუქტურირებას ითვალისწინებს.

საქართველოს ფოსტაში საკარდო რეზერვის ფორმირება 2012 წლის 20 დეკემბერს დაიწყო და ამ ეტაპზე განცხადებების მიღება შეჩერებულია.