ქუთაისის მერიას პოლიცია გაძლიერებულად იცავს

ქუთაისის მერიას პოლიცია გაძლიერებულად იცავს

ქუთაისში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც საკრებულოს ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ხალხის სიმრავლის გამო, სხდომათა დარბაზში ფეხზე დასადგომი ადგილიც აღარ არის, რის გამოც საკრებულომ სპეციალური ოთახი გამოყო, სადაც სხდომის ვიდეოტრანსლირება მიმდინარეობს. 

პარალელურად, მერიის გარეთ კვლავ რჩებიან ადამიანები, რომლებიც სხდომაზე ვერ მოხვდნენ და ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

აღნიშნული ინტერესი სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის ამირან ხვადაგიანის გადადგომამ გამოიწვია. ამ წუთებში სწორედ ახალი თავმჯდომარის არჩევა მიმდინარეობს.
მერიის შენობას, სადაც საკრებულოს სხდომა იმართება, პოლიციის გაძლიერებული კორდონი იცავს.