შსს-ში სტუდენტები დასაქმდებიან

შსს-ში სტუდენტები დასაქმდებიან

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუნდენტები დასაქმდებიან. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს საზოგადოებივ საქმეთა ინსტიტუტში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, უწყებაში სტუნდენტების მიღების ინიციატივა სისტემის გაჯანსაღებას ითვალისწინებს.

მისი აზრით, თუ მიღებულ იქნება 200-300 სტუდენტი, ყველა განყოფილებასა და დეპარტამენტში 10-20 ახალგაზრდა გადანაწილდება, რომლებიც მინიმუმ 6 თვეში გაიზრდებიან, შემდეგ კი მოხდება გადაფასება, ვინ შეძლებს და ვინ ვერა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, შემდეგ მოხდება მათი ტესტირება, რის შედეგადაც აღმოჩნდება ვის აქვს ზრდის პოტენციალი და ვის არა, ამის შემდეგ კი სამინისტროში მათ დააწინაურებენ და ამით სისტემა გაჯანსაღდება.

ამასთან, შეხვედრაზე შს მინისტრმა პოლიციისადმი საზოგადოებაში არსებული ნდობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, განსაკუთრებით ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში საზოგადოებამ რეალურად დაკარგა ნდობა პოლიციელთა მიმართ და მათ ამის რეალური მიზეზი გააჩნდათ.

მას მიაჩნია, რომ საზოგადოებას პოლიციელის არ უნდა ეშინოდეს, მოქალაქეებს მათი იმედი უნდა ჰქონდეს.

"პოლიცია მოქალაქის მეგობარი და კრიმინალის დაუძინებელი მტერი უნდა იყოს", - დასძინა მან.