საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში "ნისანის" მარკის ელექტრომობილით, დაცვის გარეშე მივიდა .
ელექტრომობილს თავად მიხეილ სააკაშვილი მართავდა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი, თბილისის მერი გიგი უგულავა მეუღლესთან ერთად, ყოფილ პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და საპარლამენტო უმცირესობის სხვა ლიდერები.
"ხუთი კვირაა, როგორც კი ნათელი გახდა, რომ დაცვის სამსახურის აქვს სერიოზული პრობლემები, დაცვის გარეშე დავდივარ. ჩვენ ვერავინ ვერ შეგვიშლის გადაადგილებას, ვერ შეგვიზღუდავენ ადამიანებთან შეხვედრას და ჩვენი ფუნქციების შესრულებას. ზედმეტი დრამატიზაცია და სპეკულაცია ამ თემაზე არ არის საჭირო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2-დღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრა.