საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური OECD-ის ყოველწლიურ გლობალურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას .
როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის სამუშაო ვიზიტი პარიზში დღეს დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ყოველწლიურ გლობალურ ფორუმში, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში 28 თებერვალს გაიხსნება. აღნიშნული ფორუმში მონაწილეობენ სამთავრობო დელეგაციები, საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციები, საქმიანი წრეების წარმომადგენლები.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან, რომელზედაც მხარეები იმსჯელებენ სამომავლო თანამშრომლობაზე, რათა საქართველომ მაქსიმალურად გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რომლებსაც OECD არაწევრ პარტნიორებს სთავაზობს. ასევე ისაუბრებენ ქარული მხარის სამთავრობო პოლიტიკის შესახებ.
ვიზიტის დროს ასევე დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის შეხვედრები, მათ შორის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოში, პარიზის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, საფრანგეთის ბიზნეს-ფედერაციაში, საფრანგეთის ეკონომიკის, ფინანსთა და მრეწველობის სამინისტროში, საფრანგეთის საექსპორტო კრედიტების დაზღვევის სააგენტოში.
ფინანსთა მინისტრის ვიზიტი პარიზში სამ მარტს დასრულდება.