პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან "ამნისტიის შესახებ" კანონის შესაბამისად კიდევ 73 მსჯავრდებული გათავისუფლდა .
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით 2013 წლის 26 თებერვლის მონაცემებით, ამნისტიის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები დატოვა სულ 7 975-მა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა. მათ შორის 175-მა პოლიტპატიმარმა, 316-მა მდედრობითი სქესის სრულწლოვანმა და 21-მა მამრობითი სქესის არასრულწლოვანმა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა.