ხმაურია ამ წუთებში ქუთაისის მერიაში. რამდენიმე ასეული ადამიანი საპროტესტო აქციას მართავდა და საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ითხოვდა.
ქუთაისში 14.00 საათისთვის საკრებულოს სხდომაა დანიშნული, სადაც ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. რამდენიმე წუთის წინ მოქალაქეები შეიჭრნენ ქუთაისის მერიის შენობაში და ძალით აპირებენ საკრებულოს სხდომაზე დასწრებას.
საკრებულოს სხდომათა დარბაზში 50-მდე ადამიანი ეტევა, რის გამოც აქციის ყველა მონაწილე სხდომაზე დასწრებას ვერ მოახერხებს. საკრებულოს უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ამირან ხვადაგიანმა გადაგომის შესახებ ინფორმაცია დღეს დაადასტურა