ალექსი პეტრიაშვილი - არ მინდა, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ბაცანი ბავშვივით იქცეოდეს

ალექსი პეტრიაშვილი - არ მინდა, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ბაცანი ბავშვივით იქცეოდეს

არ მინდა, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი პატარა ბაცანი ბავშვივით იქცეოდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა პრეზიდენტის გუშინდელი განცხადებების კომენტირებისას განაცხადა. 

"ერთი ძალიან კარგი ფრაზა არსებობს – "ყველაფერი კარგად იქნება", მაგრამ ასევე მინდა ჩემი სურვილი გამოვხატო. როგორც ერთი რიგითი მოქალაქე ვამბობ - , მე არ მინდა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იქცეოდეს პატარა ბაცანი ბავშვივით, იმიტომ, რომ ტყუილების თქმა ამ სიმაღლის თანამდებობიდან ნამდვილად მიუღებელი და უკადრისია", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

მისი თქმით, პრეზიდენტის გუშინდელი განცხადებები რეალურად საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკის ისეთ მნიშვნელოვან სექტორს, როგორიც არის საბანკო სექტორი.

"არ მინდა მართლაც, გულწრფელად, ის, რასაც ვხედავ პრეზიდენტის გამონათქვამებში. უფრო მეტი დაღვინება, სერიოზულობა და სიმშვიდე მართებს", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.