ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი კანცელარიაში საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს წევრებს ხვდება.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა, მრჩეველთა საბჭოსთან შეხვედრები ხშირია, თუმცა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.
მინისტრის განცხადებით, ეს შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლება ძალიან აქტიურად მუშაობს და სერიოზული ღონისძიებები იმართება ამ დღეების განმავლობაში.
"ჩვენ მუდმივად გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია მრჩეველთა საბჭოსთან. თქვენ იცით, რომ უახლოეს მომავალში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტია დაგეგმილი საქართველოში და მნიშვნელოვანია მრჩეველთა საბჭოს საზოგადოებრივი ჩართულობა, მათი აზრი, პოზიცია და თანადგომაც, რომ ეს იყოს ერთობლივი პოზიცია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით ნაბიჯების გადადგმის თვალსაზრისით", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.