არჩილ კბილაშვილი - ხვალ გიგი უგულავას დაკავება არ იგეგმება

არჩილ კბილაშვილი - ხვალ გიგი უგულავას დაკავება არ იგეგმება

მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის ინფორმაციით, ხვალ გიგი უგულავას დაკავება არ იგეგმება, - ამის შესახებ გადაცემა "ღია ეთერში" საქართველოს მთავარი პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა. 

"გიგი უგულავას დაკავება რომ გვდომოდა, ეს დღეს შეგვეძლო გაგვეკეთებინა, რადგან ის უკვე ამ წუთის მდგომარეობით ბრალდებულად არის ცნობილი. მას ხვალ მხოლოდ ბრალდება წარედგინება პირადად. არ ვართ იმ აზრზე, რომ მისი დაკავება განვახორციელოთ. ეს ადამიანი მზადყოფნას აცხადებს, რომ იყოს ქვეყანაში, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და არ შეუშალოს ხელი", - აღნიშნა კბილაშვილმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ბრალდებულს ბრალი წარედგინება და საქმეში არსებული მტკიცებულებები გადაეცემა, იგეგმება ამ მტკიცებულებების გასაჯაროვება.