გიგი უგულავა - მთავრობას სურს, რომ თბილისის მმართველობას ჩამომაშოროს

გიგი უგულავა - მთავრობას სურს, რომ თბილისის მმართველობას ჩამომაშოროს

საქართველოს მთავრობას სურს, რომ თბილისის მმართველობას ჩამომაშოროს, - ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, ამას ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი ბრალდებების წაყენებით და საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" გატეხვით ცდილობს.

"ბოლო 10 დღის განმავლობაში მიდის გააფთრებლი ბრძოლა თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიმართ. აღარ დარჩა ადამიანი ნაცნობი, დამყვავებელი თუ დამშინებელი, რომლებიც ამ ხალხთან არ მიეყვანათ. მიდის პირდაპირი მნიშვნელობით ტერორი ამ ხალხზე იმისთვის, რომ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" აღმოჩნდეს უმცირესობაში. ეს საზოგადოების თვალწინ ურცხვად, დაუფარავად ხდება და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ეს პროცესი პირადად ჩემს წინააღმდეგ არის მიმართული. მათ სურთ ჩამომაშორონ თბილისის მერიის მმართველობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ვინმე შიხიაშვილის, რაფავას მსგავსი ან ნებისმიერი სხვა დაინიშნოს პირველ ვიცე-მერად და მათ ჯიბის ოცნებების ასრულება დაიწყოს თბილისელების ხარჯზე. ამაში მაშინ დავრწმუნდი, როდესაც ხიდის აშენება იყო შეჩერებული. იმდენად დიდია სურვილი პოლიტიკური ძალადობა ივანიშვილის მხრიდან, რომ ხიდზეც კი თქვა უარი, რომელიც ქალაქისთვის ათწლეულობის განმავლობაში უნდა ყოფილიყო", - განაცხადა მერმა.