მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილი რიყესთან დაკავშირებით სულ იბრძოდა პატარკაციშვილთან

მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილი რიყესთან დაკავშირებით სულ იბრძოდა პატარკაციშვილთან

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, რიყის ტერიტორიით ყოველთვის ბიძინა ივანიშვილი იყო დაინტერესებული.

ამის შესახებ სააკაშვილმა გადაცემა "აქცენტებში" საუბრისას განაცხადა და აქვე განმარტა, რომ აღნიშნული ტერიტორიის გარდა ივანიშვილი ბადრი პატარკაციშვილსაც კი ებრძოდა.

"ბიძინა ივანიშვილს დიდი ხანია ვიცნობ და რიყის ტერიტორია თავიდანვე აინტერესებდა. შემიძლია დადასტურება, რომ მას ამ მიწის პირადი ინტერესი ჰქონდა ყოველთვის და ამის გამო სულ იბრძოდა ბადრი პატარკაციშვილთან _ ორი რუსი ოლიგარქის შეტაკება იყო ამ მიწის თაობაზე, შემდეგ შემოვიდა დავით იაკობაშვილი შემოვიდა, რომელიც ასევე იყო ქართული წარმოშობის რუსი ოლიგარქი", - აღნიშნა სააკაშვილმა.