საკრებულომ თვითმმართველობის რეფორმების ხელშეწყობის კომისიის შექმნის საკითხის განხილვა გადადო

საკრებულომ თვითმმართველობის რეფორმების ხელშეწყობის კომისიის შექმნის საკითხის განხილვა გადადო

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების ხელშეწყობის დროებითი კომისიის შექმნის საკითხის განხილვა გადაიდო. 

კენჭისყრის შედეგით, საკითხი შემდეგ სხდომებზე განიხილება. თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით ინიციატივით საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატი, დეპუტატი მამუკა კაციტაძე გამოვიდა.

საკითხების გადადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ. მან აღნიშნა, რომ მამუკა კაციტაძის ინიციატივა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. ამ ინიციატივით საკრებულოში იქნება დროებითი კომისია, რომელიც იმუშავებს თვითმმართველობის საკითხებზე. კერძოდ, განისაზღვრება, ადგილობრივი თვითმმართველობა რამდენდონიანი უნდა იყოს და როგორ უნდა იმუშაოს.

ზაზა გაბუნიამ ასევე განმარტა, რომ კომისიის შექმნის საკითხი უნდა განიხილონ კოალიციურ რეჟიმში და ამის გამო გადაიდოს საკითხის განხილვა.