ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებულ ვიდეომასალში ძალიან ბევრი შეუსაბამობაა

ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებულ ვიდეომასალში ძალიან ბევრი შეუსაბამობაა

ეს კადრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პოლიციელებმა და მათ, ვისაც ბრალი აქვთ წაყენებული, ჩაიდინეს დანაშაული, - ეს განცხადება ბუტა რობაქიძის მეგობრის, გიორგი ქურდაძის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა გააკეთა. 

როგორც ჩოფიკაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებულ ვიდეომასალში ძალიან ბევრი შეუსაბამობაა.

"ეს კადრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პოლიციელებმა და მათ, ვისაც ბრალი აქვთ წაყენებული, ჩაიდინეს დანაშაული. გაყალბებული არის თუ არა, ამას ალბათ ექსპერტიზა დაადგენს. ფაქტი ერთია - ადამიანი ჯერ მოკლეს, მერე ხდება ვიდეოგადაღება, ვიდეოგადაღებას ჰყავს რეჟისორი, რომელიც მითითებებს აძლევს ოპერატორს, ავტომატი და პისტოლეტი გადაიღოს. ამ იარაღის გადაღების შემდგომ უნიჭოდ დადგმული სცენარით, ვითომდა აღმოაჩინეს, რომ ადამიანი, რომელსაც გვამური გაშეშება აქვს თითქმის დაწყებული, დაჭრილია. ელემენატრული ლოგიკა და აზროვნების უნარი ვისაც აქვს, მიხვდება, რა კადრებიც არის. ახლა ესენი თავის გადარჩენის მიზნით, რას მოიმოქმედებენ არ ვიცი, მაგრამ სასამართლოს პასუხისმგებლობაა, არ შეურჩიეს აღმკვეთი ღონისძიება ბრალდებულებს, რაც კანონით ეკუთვნოდათ,"- განაცხადა ჩოფიკაშვილმა.

გიორგი ქურდაძე ბუტა რობაქიძის მკვლელობს დღეს მასთან ერთად იმყოფებოდა.