ბობოყვათის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან აქცია მიმდინარეობს

ბობოყვათის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან აქცია მიმდინარეობს

"გადადგეს ვადაგასული პრეზიდენტი", - ამ მოთხოვნით ქობულეთის მოსახლეობა ბობოყვათის რეზიდენციასთან არის შეკრებილი. როგორც მოსახლეობა აცხადებს, პრეზიდენტს საპრეზიდენტო ვადა გაუვიდა და აღნიშნული რეზიდენციით სარგებლობის უფლება აღარ აქვს. მათი თქმით, როცა გაიგებენ ბობოყვათის რეზიდენციაში სააკაშვილის სტუმრობის შესახებ, ყოველთვის შეიკრიბებიან და მისი გადადგომის მოთხოვნას გაახმოვანებენ.

რამდენიმე წუთის წინ რეზიდენციაში ესკორტის რამდენიმე მანქანა შევიდა, თუმცა უცნობია საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა თუ არა რომელიმე მანქანაში. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.