დეპუტატებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ბრალდებულის საკითხზე პროკურატურა სასამართლოს დღეს მიმართავს

დეპუტატებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ბრალდებულის საკითხზე პროკურატურა სასამართლოს დღეს მიმართავს

დეპუტატებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ბრალდებულ გელა მამალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე პროკურატურა საქალაქო სასამართლოს დღეს, 18:00 საათამდე მიმართავს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.

შუამდგომლობის შეტანის შემდეგ სასამართლომ მამალაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი 24 საათის განმავლობაში უნდა განიხილოს.

მამალაძის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით არის აღძრული. შსს-ს ინფორმაციით, გელა მამალაძემ 8 თებერვალს პარლამენტის დეპუტატებს ჩიორა თაქთაქიშვილსა და სერგო რატიანს, ასევე, მოქალაქე გიგა ნასარიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.