გიგი უგულავა სამართალდამცველებს თბილისის მერიაში ელოდება

გიგი უგულავა სამართალდამცველებს თბილისის მერიაში ელოდება

გიგი უგულავა სამართალდამცველებს თბილისის მერიაში ელოდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, გიგი უგულავა საჯარო ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით , დღეს

15:00 საათზე ძველი თბილისის რაიონის პოლიციაში მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარეს. 

მერიის პრესსამსახურის განმარტებით, თბილისის მერი მზადყოფნას გამოთქვამს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერ კითხვას უპასუხოს, თუმცა, წინასწარ გაწერილი განრიგის გამო, გიგი უგულავა პოლიციაში მისვლას არ აპირებს და სამართალდამცველებს თბილისის მერიაში ელოდება.