პრეზიდენტის სასახლესთან ინციდენტი მოხდა

პრეზიდენტის სასახლესთან ინციდენტი მოხდა

ავლაბარში, პრეზიდენტის სასახლესთან ინციდენტი მოხდა. შენობიდან გამოსულ უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს აქციის მონაწილეები შეურაცხმყოფელი შეძახილებით დაედევნენ. 

ამასთან, როდესაც ზურაბ ჯაფარიძე საკუთარ მანქანაში ჩაჯდა, მის მანქანას ხელები დაუშინეს. მიუხედავად ამისა, ჯაფარიძემ, ტერიტორიის უსაფრთხოდ შეძლო.

რაც შეეხება რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიას, ამ დროისთვის იქ სიმშვიდეა. აქციის მონაწილეთა რაოდენობამ იკლო. ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც კორდინი აქვთ გაკეთებული და აქციის მონაწილეებს წინ წასვლის საშუალებას არ აძლევენ.