მიხეილ სააკაშვილი - ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეჩერებისთანავე ჩვენ სუვერენიტეტს ხარბად დაეწაფება ყოფილი იმპერია

მიხეილ სააკაშვილი - ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეჩერებისთანავე ჩვენ სუვერენიტეტს ხარბად დაეწაფება ყოფილი იმპერია

ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეჩერებისთანავე ჩვენ სუვერენიტეტს ხარბად დაეწაფება ყოფილი იმპერია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ევროპაზე ხელის კვრის შემთხვევაში სუვერენიტეტი დაიკარგება. 

"თუკი ევროპას ხელს ვკრავთ, სუვერენიტეტს დავკარგავთ. ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეჩერებისთანავე ჩვენ სუვერენიტეტს ხარბად დაეწაფება ყოფილი იმპერია, რომელსაც საზღვრების არსებობის იდეაც კი სასაცილოდ ეჩვენება და არაფრად ეპიტნავება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ევროპისკენ სვლა ნაციონალური პროექტია და ეს არ ეკუთვნის ერთ პარტიას, ეს ხალხს ეკუთვნის.

"ეს არის ნაციონალური პროექტის შემადგენლობაში, რომ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი დემოკრატია, ევროპისკენ სვლა. ნაციონალური პროექტი არ არის ერთ პარტიის პროექტი როგორც ოცნება არ არის ერთი პარტიის. ეს პროექტი ყველა ჩვენგანზე მაღლა დგას. ეს არის ისეთი რამ, რომლის დანგრევის, დამსხვრევის ან გაყიდვის უფლება არავის აქვს. ამ პროექტს ესა თუ ის პარტია უკეთესად განახორციელებს. არც ერთ პარტიას აქვს უფლება მისი განადგურება სცადოს, რომ ეს მისი საკითხებია. ამ არჩევნებმა გვაჩვენა, რომ შეიძლება შეიცვალოს მთავრობები, მაგრამ ეს ნაციონალური პროექტები უცვლელი დარჩება. ეს ყველაფერი კარგად უნდა გვესმოდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხის და ნაციონალური პროექტების განსახილველად თანამშრომლობის გზებს მოვძებნით", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.