მიხეილ სააკაშვილი:

მიხეილ სააკაშვილი: "ახალმა ხელისუფლებამ ის საფუძველი უნდა გამოიყენოს, რომელიც წინა მთავრობებისგან მემკვიდრეობით მიიღო"

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ახალმა ხელისუფლებამ ის საფუძველი უნდა გამოიყენოს, რომელიც წინა მთავრობებისგან მემკვიდრეობით მიიღო".

ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს ავლაბრის რეზიდენციაში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

"ახალმა მთავრობამ საფუძველი უნდა გამოიყენოს, რომელიც წინა მთავრობებისგან მემკვიდრეობით მიიღო, ზედ დააშენოს და იმ მიმართულებით მიაღწიოს წარმატება, რაც სხვებმა ვერ შეძლეს. უფრო მეტიც, უნდა გაკეთდეს და არ არის საჭირო ქვეყანა იმ მდგომარეობაში დაბრუნდეს, რაშიც ადრე იყო. ნება მიბოძეთ რამდენიმე შეკითხვა დავსვა. მჯერა, რომ ჩვენი პოლიტიკური შეხედულებების განსხვავების მიუხედავად ყველა კითხვაზე მსგავსი პასუხები გვაქვს. არის კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა პარტიული საკითხი? ის ფაქტი, რომ წინა ხელისუფლებამ დეცენტრალიზაციის პროცესი დაიწყო, ეს პარტიული საკითხია? ქუთაისის ბათუმის ან თელავის გაძლიერება პარტიული საკითხია? ბათუმის ბიუჯეტი სამჯერ შეამცირეს", - განაცხადა სააკაშვილმა.