მიხეილ სააკაშვილი:

მიხეილ სააკაშვილი: "უმცირესობა პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას ხმას მისცემდა, პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლას კი - არა"

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,"უმცირესობა პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას ხმას მისცემდა, პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლას კი - არა".

ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს ავლაბრის რეზიდენციაში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, იგი მთავრობის დათხოვნას არ აპირებს.

"კარგად ვიცი, რომ მთავრობის დათხოვნა ეს არის დამანგრეველი პირველ რიგში, იმისთვის, ვინც ამას გააკეთებს. ჩვენ მზად ვიყავით დავთანხმებოდით იმას, რასაც ისინი ითხოვდნენ, რომ პრეზიდენტის რამდენიმეთვიანი უფლება, დაითხოვოს მთავრობა, ჩამოერთმიათ, თუმცა ისინი მთავრობაში ამ კონსტიტუციით მოვიდნენ. როცა უკვე თამაშის წესების წინააღმდეგ მიდიხარ, მაშინ ეს არის უკვე დემოკრატიისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ რეალურად ეს ცვლილებები ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა. პირველი, რაც მათ უნდათ, ეს არის საქართველოს პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა. მე და უმცირესობა ამას არ ვეთანხმებით. ეს არის მთავარი საქართველოს მთავრობასთან ჩვენი პირველი განსხვავება. პარლამენტი უნდა იყოს საქართველოს გეოგრაფიულ ცენტრში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვაძლევთ ხმას პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას. ახლა ცდილობენ, რომ ხალხი შეცდომაში შეიყვანონ", - განაცხადა საააკშვილმა.