დავით ბაქრაძე:

დავით ბაქრაძე: "დღეს ჩვენ გვყავს დაბნეული პოლიცია, რომელიც ადგილზე დგას და არ იცის რა გააკეთოს"

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, "დღეს ჩვენ გვყავს დაბნეული პოლიცია, რომელიც ადგილზე დგას და არ იცის რა გააკეთოს".

ამის შესახებ ბაქრაძემ დღევანდელ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

"პოლიციელები დაბნეული მოწმეებივით არ უნდა იდგნენ. მათ არ იცოდნენ რა ბრძანება ჰქონდათ, რა უნდა გაეკეთებიანთ. პოლიცია ქვეყანაში უნდა იცავდეს წესრიგს. ეს იყო ყველაზე დიდი, რასაც ჩვენ ამ ცხრა წლის განმავლობაში მივაღწიეთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები შევქმენით, პოლიცია შევქმენით, რომელიც წესრიგს იცავდა და ეს ყველაფერი ფაქტობრივად, სამ თვეში წავიდა უკან. დღეს ჩვენ გვყავს დაბნეული პოლიცია, რომელიც ადგლზე დგას და არ იცის რა გააკეთოს. ყველაზე ცუდია ის, რომ ის რაც გაკეთდა, ყველაფერი უკან წავიდა", - განაცხადა ბაქრაძემ.