დავით უსუფაშვილი - გიგი უგულავამ დაახლოებით 40 მეტრი გაიარა ხელების ქნევით და სკანდირებით –

დავით უსუფაშვილი - გიგი უგულავამ დაახლოებით 40 მეტრი გაიარა ხელების ქნევით და სკანდირებით – "აბა მოდით!", "აბა ვინ ხართ!"

გიგი უგულავამ დაახლოებით 40 მეტრი გაიარა ხელების ქნევით და სკანდირებით – "აბა მოდით!", "აბა ვინ ხართ!", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დღეს საღამოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, ასეთი გამომწვევი ქმედება არ შეიძლება იქნეს ჩადენილი რომელიმე პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის მხრიდან.

თბილისის მერი გიგი უგულავა დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისვლას ცდილობდა პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებაზე დასასწრებად, თუმცა შენობასთან შეკრებილმა პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა პირებმა მას შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.