პრეზიდენტის რეზიდენციასთან ინციდენტი მოხდა

პრეზიდენტის რეზიდენციასთან ინციდენტი მოხდა

პრეზიდენტის რეზიდენციის წინ ცოტა ხნის წინ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა გიორგი კარბელაშვილსა და რეზიდენციასთან შეკრებულ რამდენიმე ადამიანს შორის. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება. 

რაც შეეხება რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიას, იქ შეკრებილია რამდენიმე ათეული ადამიანი, ხოლო უშუალოდ რეზიდენციას გარშენო მობილიზებულია პატრულის მანქანები.
როგორც გიორგი კარბელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რაც ხდება, ეს არის რუსეთის ინტერესებში "და ეს არის პირადად პუტინის ოცნება".

მისი განცხადებით, რაც ხდება ეს არის სამარცხვინო და ეს ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის. მისივე თქმით, ის რაც ხდება აწყობს ბიძინა ივანიშვილს.