გიგი უგულავა: ივანიშვილს პოლიტმატიმრების ციხიდან გამოშვება იმიტომ უნდოდა, რომ ზონდერჯგუფები შეექმნა

გიგი უგულავა: ივანიშვილს პოლიტმატიმრების ციხიდან გამოშვება იმიტომ უნდოდა, რომ ზონდერჯგუფები შეექმნა

თბილისის მერმა გიგი უგულავამ და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ეროვნულ ბიბლიოთეკაში შესვლა ვერ შეძლეს.

"ჩვენი თვითმიზანი არ არის ბიბლიოთეკაში შესვლა. სამწუხაროა, პოლიციის უნიათობით ვერ შევდივართ. ჩვენ დავინახეთ, რომ ივანიშვილს პოლიტმატიმრების ციხიდან გამოშვება იმიტომ უნდოდა, რომ ზონდერჯგუფები შეექმნა. ექნება თუ არა პრეზიდენტს გამოსვლა აქ, ეს მე არ ვიცი, მისი გადასაწყვეტია. როდესაც ხელისუფლება საკუთარ ხალხს, ოპოზიციას მიტინგების ენით ესაუბრება, ამთავრებს ცუდად. დღეს იყო ლუსტრაცია ამ ხელისუფლების"- აცხადებს გიგი უგულავა.