გიორგი ბარამიძის განცხადებით, ნაცემები არიან დეპუტატები ჩიორა თაქთაქიშვილი და გოკა გაბაშვილი

გიორგი ბარამიძის განცხადებით, ნაცემები არიან დეპუტატები ჩიორა თაქთაქიშვილი და გოკა გაბაშვილი

უმცირესობის ერთ-ერთის ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ნაცემები არიან დეპუტატები ჩიორა თაქთაქიშვილი და გოკა გაბაშვილი.

როგორც ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილ ჟურნალისტებს გიორგი გაბაშვილმა განუცხადა, ნაცემები არიან ასევე მათი მომხრეებიც, ვინც ცდილობდა შენობაში შეეღწია.

"მე შემოვაღწიე იმიტომ, რომ მემსახურება დაცვის ქვედანაყოფი და ამიტომ შევძელი შემოსვლა. დანარჩენებს ფიზიკურად შეღწევის საშუალება არ ჰქონდათ და ამის გარანტი უნდა ყოფილიყო შინაგან საქმეთა სამინისტრო",-განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, ადგილზე მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება, თუმცა ბარამიძე ამბობს, რომ აქამდეც გაუკეთებია ღარიბაშვილს მსგავსი განცხადებები, მაგრამ დასჯილი ვერავინ ნახეს.
"ნატო და ევროკავშირი აღარ გამოიხედავს ჩვენსკენ და ალბათ ამით შესრულდება ხელისუფლების გეგმა. ხელისუფლება დაპირებების შესრულების მაგივრად, ქაოსსა და არეულობას აწყობს",-განაცხადა ბარამიძემ.