კახა კოჟორიძე - შსს-ს მეტი მობილიზება უნდა მოეხდინა

კახა კოჟორიძე - შსს-ს მეტი მობილიზება უნდა მოეხდინა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, კახა კოჟორიძის განცხადებით, შსს-ს მეტი მობილიზება უნდა მოეხდინა იმისთვის, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მოქალაქებს შორის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონოდა.

"შეიძლება იმაზე საუბარი, რომ პოლიციელების მხრიდან მეტი მობილიზება იყოს საჭირო. სამართალდამცავი უწყების მოვალეობაა, რომ სამართალდარღვევის პრევენცია მოახდინოს და შესაბამისი ღონისძიებები წინასწარ გაატაროს, საქართველოში ამის ვალდებულება აქვს შსს-ს", - განუცხადა "ინტერპრესნიუს" კახა კოჟორიძემ. მისივე განმარტებით, ერთია როცა მოქალაქეები რაღაცას აპროტესტებენ, მაგრამ მეორე სამართალდარღვევის ფაქტი.

"პოლიციას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ აქ მოსულ სტუმრებს შენობაში შესვლის პრობლემა არ შექმნოდათ. ერთია, როცა რაღაცას აპროტესტებ, თუმცა ზღვარი უნდა არსებობდეს – სად მთავრდება თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება და იწყება სამართალდარღვევა", - აღნიშნა კოჟორიძემ.