"ნაციონალები" მოქმედების გეგმაზე განცხადებას უახლოეს ხანში გააკეთებენ

უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვა. 

"დღევანდელი ფაქტი იყო სირცხვილი ხელისუფლების და, პირველ რიგში, პოლიციის ხელმძღვანელობას, რომელმაც ეს დაუშვა და ძალადობით და სიძულვილით შეხვედრაზე ჩვენი შესვლა შეუძლებელი გახადა", - განუცხადა ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, ჯერ უცნობია, თუ კონკრეტულად რას დაგეგმავენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, შემდგომი მოქმედების გეგმას ისინი ჟურნალისტებს ცოტა ხანში გააცნობენ.