თენგიზ გუნავა - ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპოზიციის მისამართით მოწყობილი აქციები კრახით დასრულდება

თენგიზ გუნავა - ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპოზიციის მისამართით მოწყობილი აქციები კრახით დასრულდება

ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპოზიციის მისამართით მოწყობილი აქციები კრახით დასრულდება , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ განუცხადა, რომელმაც პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირების წინააღმდეგობის მიუხედავად ეროვნულ ბიბლიოთეკაში შესვლა მოახერხა.

მისი თქმით, რამდენიმე ადამიანს გადაკეტილი აქვს ეროვნული ბიბლიოთეკის შესასვლელი და არავის უშვებენ. "ჩვენ შევძელით და შემოვედით. ძალიან ცუდია, რომ რამდენიმე ადამიანი ასეთ ნაბიჯებს დგამს საქართველოში. ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი. ჩვენი პოლიტიკური გუნდი დღეს ოპოზიციაშია და ხელისუფლება რომ მსგავს აქციებს უწყობს, ეს კრახით დასრულდება", - აღნიშნა თენგიზ გუნავამ.

ამ დროისთვის საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლაზე დასასწრებად თითქმის სრული შემადგენლობით შეკრებილია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, ასევე, იმყოფებიან მიწვეული ჟურნალისტები და ექსპერტები.